The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა მეშვილდიშვილი

მარინა მეშვილდიშვილი
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, ლენინგრადის კულტურის უმაღლესი პროფკავშირული სკოლა.

იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო პროფსაბჭოს აღმზრდელობითი მუშაობის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი; 1991 წლიდან დევნილია. მუშაობდა საქართველოს პროფსაბჭოს რეფერენტად, სამხრეთ ოსეთის დევნილი ადმინისტრაციის კონფლიქტების მოგვარებისა და დევნილთა საკითხების მინისტრის მოადგილედ. არის არასამთავრობო ორგანიზაციათა "ცხინვალის სახლის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის დამფუძნებელი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012. გვ.183


გააზიარე: