Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰერმან ვედეკინდი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კოსფელდი, გერმანია. 1932 წლიდან დაიწყო მუშაობა ბილეფელდის ოპერაში, როგორც მოყვარულმა(ასრულებდა სახასიათო როლებს); 1943 წლიდან მუშაობდა ქ. ბერლინის ნაციონალურ თეატრში, ცნობილ გერმანელ მსახიობთან და რეჟისორთნ ჰანს ჰილპერტთან, როგორც მისი პირადი ასისტენტი; 1943-1944წწ. იყო ქ. დრეზდენის სახელმწიფო ოპერის მომღერალი; 1946-1950წწ. ქ. ბონის თეატეის მთავარი რეჟისორი, 1950-1954წწ. ქ. მიუნსტერის თეატრის, 1960 წლიდან ქ. ზაარბრიუკენის შტაატსთეატრის (შემდეგ ეწოდა ზაარის შტაატსთეატრი) ხელმძღვანელი; ვედეკინდისა და თეატრის მთავარი დირიჟორის ზიგფრიდ კელერის შემოქმედებითმა ტანდემმა ზაარბრიუკენის თეატრს სახელი გაუთქვა, მათ 1973 წელს ერთად განახორციელეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვაგნერის ოპერა "ლოენგრინი", 1975 წელს მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა"; 1974 წელს ვედეკინდის ინიციატივით ქ. ზაარბრიუკენში დაიდგა ზ. ფალიაშვილის ოპერები "აბესალომ და ეთერი" და "დაისი"; ვედეკინდისა და მისი მეგობრის ოსკარ ლაფონტენის ხელშეწყობით ქ. ზაარბრიუკენი და საქართველო პირველი დამეგობრებული ქალაქები გახდნენ; მისი დადგმები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე: ვაგნერი "ლოენგრინი", "მფრინავი ჰოლანდიელი"(1973, 1976), მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა" (1975, ქართულ ენაზე), გუნო "ფაუსტი" (1978), საქართველოში პირველად დადგა ბეთჰოვენის ოპერა "ფიდელიო" (1994); 1992 წელს თბილისში გაიხსნა ჰერმან ვედეკინდის მუზეუმი; საოპერო მომღერალი (დრამატული ტენორი), თეატრის ინტენდანტი (1970). გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის მიღებული აქვს დიდი ჯვარი, ჩრდილოეთ ვეინ-ვესტფალის მედალი, ზაარის ორდენი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 175 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |