Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის ზალიპსკი![]()
Biographyსაქართველოში მოღვაწე რუსი საოპერო მომღერალი, ლირიკული ტენორი; პროფესიული განათლება არ მიუღია; საოპერო პარტიებს სწავლობდა სმენით; 1903-1904 წწ. მღეროდა სარატოვის, 1905, 1909, 1913 წლებში პეტერბურგის ფიგნერის საოპერო თეატრებში, 1914 წლიდან ქ. ყაზანში; 1913-1929 წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი, უწოდებდნენ "ტკბილხმიან ორფეოსს"; მის მიერ შესრულებული ქართული რეპერტუარი: იასონი (1918, რ. გოგნიაშვილი "ქრისტინე"), აბესალომი (1919, ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"); სხვა რეპერტუარი: ფაუსტი (გუნო "ფაუსტი"), ვერთერი (მასნე "ვერთერი"), ჰერცოგი, ალფრედი (ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა"), ნადირი (ბიზე "მარგალიტის მაძიებლები"), ალმავივა (როსინი "სევილიელი დალაქი"), კავარადოსი (პუჩინი "ტოსკა"), ლენსკი, ტრიკე, გერმანი, მასწავლებელი, ანდრეი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი", "ჩერევიჩკი", "მაზეპა"), შუისკი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ბომელიი (რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), დუბროვსკი (ნაპრავნიკი "დუბროვსკი"); მისი პარტნიორები იყვნენ: ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ს. ინაშვილი, გ. ქურხული, ა. ჭუმბურიძე, ფ. შალიაპინი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 183; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.169
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |