შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა. გაიარა სტაჟირება სანქტ-პეტერბურგის(რუსეთი) მარიას სახელობის თეატრში; 1995-2005წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად; იყო თბილისის საფესტივალო კამერული ორკესტრის დირიჟორიც. არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2004 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე და დირიჟორი; ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.136
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |