შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარვარა ზარუდნაია-ივანოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ეკატერინოსლავი. დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1882 წელს (ვოკალური). სახელი გაითქვა რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებით (რიმსკი-კორსაკოვი, ბოროდინი, კიუი, იპოლიტოვ-ივანოვი); ის იყო რუსი კომპოზიტორისა და დირიჟორის მ. მ. იპოლიტოვ-ივანოვის მეუღლე, მასთნ ერთად მონაწილეობდა თბილისის მუსიკალური სასწავლებლის დაარსებაში (1883); 1883-1893წწ. მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე; 1893-1924წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი; მისი რეპერტუარი თბილისის ოპერის სცენაზე: მარგარიტა (გუნო "ფაუსტი"), ჯილდა (ვერდი "რიგოლეტო"), მარია (პ. ჩაიკოვსკი "მაზეპა"), რუთ, ზორაირ (იპოლიტოვ-ივანოვი "რუთ", "აზრა" პირველი შემსრულებელი); ლირიკული სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 185
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |