შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარო ზაქარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვანი (თურქეთი) დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1924 წელს (საკომპოზიციო). თავდაპირველად სწავლობდა პეტროგრადის კონსერვატორიაში (თეორიული); 1921-1929წწ. მუშაობდა ქორმაისტერად თბილისის "სომხური ხელოვნების სახლში"; 1929 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოვაწეობდა ქ. ერევანში, სადაც კონსერვატორიაში მიჰყავდა გუნდის დირიჟორობის კლასი; იყო ქ. ერევნის რადიოს გუნდის დირიჟორი; შეკრიბა და ჩაიწერა ქართული ხალხური სიმღერები; მისი თხზულებები: ოპერები - "ძამიკო-ბატკანი" (1924, პირველი შესრულება თბილისში), "მარჯან" (1941), "აღასი" (1925), ბალეტი "პიონერია" (1936 ერევანი), კანტატა "სამშობლოვ ჩემო" (1943), საორკესტრო სიუიტა "პარტიზანული" (1941), საორკესტრო პოემა (1944), გუნდები მათ შორის "რაზდან" (1955), საგუნდო სიუიტები, რომანსები, ვოკალური ციკლები, ხალხური სიმღერები დამუშავებული. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 185
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |