Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაადურ წულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორია. მრავალი საკავშირო და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები 70-ზე მეტ მხატვრულ ფილმში. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს ათამდე მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, მათ შორის "ფეოლა", "გლადიატორი", "ვალსი მთაწმინდაზე" და სხვ. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970); დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი "კინოშოკი", ანაპა (2005) - ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "თბილისი-თბილისი". დაჯილდოებულია ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზით "ოქროს ზღვისცხენი" (2015). Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |