The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაადურ წულაძე

ბაადურ წულაძე
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1935
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 2018  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით.

1961 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორია. მრავალი საკავშირო და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები 70-ზე მეტ მხატვრულ ფილმში. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს ათამდე მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, მათ შორის "ფეოლა", "გლადიატორი", "ვალსი მთაწმინდაზე" და სხვ. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970); დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი "კინოშოკი", ანაპა (2005) - ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "თბილისი-თბილისი". დაჯილდოებულია ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზით "ოქროს ზღვისცხენი" (2015).
წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.287

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1969-2018)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: