The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი პეტრიაშვილი

ირაკლი პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:4 მაისი, 1969  (57 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი; ოქსფორდის (ინგლისი) ვებ ინსტიტუტი (ლიდერთა სკოლა) 2007 წელს.

იყო პროფესიონალი მორაგბე, კლუბ "ყოჩების" მოთამაშე. მუშაობდა ინჟინრად სააქციო საზოგადოება "თელასში"; შემდეგ სათავეში ჩაუდგა მომსახურების სფეროს პროფკავშირებს; 2001 წელს აირჩიეს საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო  2005 წლიდან საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარეა. ინჟინერ-ენერგეტიკოსი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.300; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.266

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიო პროფკავშირული ორგანიზაცია, საბჭოს წევრი (2006-)

გააზიარე: