The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კირილე ზდანევიჩი

კირილე ზდანევიჩი
Date of birth:16 November, 1892
Date of death:17 February, 1967  (at 74 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Painter, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია 1918 წელს.

ფერწერას სწავლობდა თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და პარიზში; 1923 წლიდან გატაცებული იყო თეატრალურ-დეკორატიული ფერწერით; 1913 წელს გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა პარიზში, მეორე 1919 წელს თბილისში; 1923 წლიდან მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობდა რუსთაველის თეატრში; 1928-1930წწ. მუშაობდა მოსკოვის მ. ფორეგერის თეატრში; კ. ზდანევიჩმა თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქართული სცენოგრაფიის განვითარებაში, რეფორმატორულ ცვლილებებში, რომელიც კ. მარჯანიშვილმა განახორციელა; ძმასთან, ილიასთან ერთად უდიდესი დამსახურება მიუძღვის ფიროსმანიშვილის შემოქმედების მიკვლევასა და პოპულარიზაციაში; მისი დადგმები: ვერდი "აიდა" (1922), რიმსკი-კორსაკოვი "ოქროს მამალი" (1923, რეჟისორი კ. მარჯანიშვილი); პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, წიგნების ილუსტრატორი, თეორეტიკოსი, ხელოვნების მკვლევარი, მიმდინარეობების "საორკესტრო ფერწერა", "Всечество"-ს ფუძემდებელი, ჯგუფ "410"-ის წევრი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 185



Share: