Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ზეინკლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1957 წელს (ვოკალური). 1958 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (ბარიტონი); მისი დებიუტი - ლევანი (1958, ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); 1964 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში; 1964-1965წწ. მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე ასრულებდა ამონასროს პარტიას (ვერდი "აიდა"); სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; რეპერტუარი, ქართული: მურმანი, კიაზო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", მურმანის პარტიის შესრულებით მონაწილეობდა ზ. ფალიაშვილის დაბადების 100 წლის საიუბილეო დადგმაში 1971 წელს, მურმანის პარტია ჩაწერილია მხატვრულ კინოფილმში "აბესალომ და ეთერი". 1971, "დაისი"), თავადი ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), გელა (რ. ლაღიძე "ლელა"); სხვა რეპერტუარი: ვალენტინი(გუნო "ფაუსტი"), ჟერმონი(ვერდი "ტრავიატა"), სილვიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), ალფიო (მასკანი "სოფლის პატიოსნება"), რობერტი (ჩაიკოვსკი "იოლანტა"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 186 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |