The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნატალია ზუმბაძე

ნატალია ზუმბაძე
Date of birth:7 February, 1957  (68 years)
Category:Scientist, Musician, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებელი 1976 წელს (თეორიული), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს (ქართული ფოლკლორი).

სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად თბილისის N16 მუსიკალურ სკოლაში, III მუსიკალურ სასწავლებელში (თეორიული საგნები); 1991-2002წწ. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული საყმაწვილო სტუდიის "ამერ-იმერი" ერთ-ერთი მუსიკალური ხელმძღვანელი; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ქართული მუსიკალური ფოლკლორი), ასოცირებული პროფესორი, 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულების ხელმძღვანელი; 2006 წლიდან საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; ქალთა ფოლკლორული ანსამბლის "მზეთამზე"-ს წევრი; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; მუსიკოლოგიის აკადემიის დოქტორი; მრავალი ფოლკლორული ექსპედიციის წევრი და ორგანიზატორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სავედრებელი და სადიდებელი სიმღერები ქართველ ქალთა საწესჩვეულებო ფოლკლორში. ჟანრული სპეციფიკა და მრავალხმიანობა", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 187

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2010 - ფოლკლორის ეროვნული პრემია

Share: