The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკა სირაძე-დელონე

ეკა სირაძე-დელონე
Date of birth:8 February, 1975  (50 years)
Category:Diplomat, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ტექნიკური ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტი 1998 წელს; სორბონაპანთეონ, პარი ერთის უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის, კონფლიქტების პრევენციის, ჰუმანიტარული ინტერვენციისა და მდგრადი განვითარების ფაკულტეტი 2004 წელს. დამთავრების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის წოდება კონფლიქტების მართვის კუთხით.

2000 წლიდან იყო ორგანიზაცია "ხალხი ნაღმების წინაარმდეგ" მრჩეველი. 2004 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდის სტაჟიორი; 2004-2007წწ. სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების პროექტისა და შემდგომ პროგრამების ხელმძღვანელი; იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" პროგრამების მენეჯერი. 2007-2011წწ. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი;  2011 წლიდან ლექტორი არჩევნებისა და ადვოკაციის თემებზე ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტში. 2010-2013წწ. აქტიურად ეწეოდა საერთაშორისო საკონსულტანტო საქმიანობას მსოფლიოს მასშტაბით (აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, პოსტ საბჭოთა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანა) ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის როგორებიცაა: საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეუთო, ვენეციის კომისია, ევროპის საბჭო. იკვლევდა უნარშეზღუდულ ბავშვთა მდგომარეობას საქართველოში. 2013-2018წწ. საქართველოს ელჩი საფრანგეთსა და მონაკოს სამთავროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.46; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.146


Share: