შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ ხარბედია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ენების განყოფილება. სხვადასხვა დროს იყო ჟურნალ "არილისა" და გაზეთ "24 საათის" ლიტერატურული დამატების რედაქტორი, გაზეთ "24 საათის" დამატება "შანსის" და ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" დამატება "ლიტერატურის" რედაქტორი. 2007 წლის სექტემბერში შექმნა ყოველ დღე განახლებადი ქართულენოვანი ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ - vinoge.com. 2009–2013წწ. იყო რადიო "თავისუფლების" ბლოგერი, გადაცემა "ბიბლიოთეკის" წამყვანი. 2009 წელს დააფუძნა "ღვინის კლუბი". 2011–2012წწ. მიჰყავდა ჯერ ყოველთვიური, შემდეგ კი ყოველკვირეული ღვინის რუბრიკა ჟურნალ "ტაბულაში". 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის მარტამდე იყო გადაცემა "ღვინის გზამკვლევის" ავტორი და წამყვანი რადიო "ცხელი შოკოლადში". 2013 წლის აპრილიდან არის ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" მთავარი რედაქტორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.70 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |