Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევაგრე![]()
BiographyVI საუკუნის II ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი; ერისკაცობაში - ქართლის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი; ბერად აღიკვეცა შიო მღვიმელის ზეგავლენით და მისგანვე მიიღო წინამძღვრობა; ევაგრემ მონასტერს საკუთარი სახსრებით უყიდა მამულები(სოფ. სხალტბა მიმდებარე გოროვანითურთ); ევაგრე გამოსახულია შიო მღვიმელთან ერთად ამავე მონასტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის (VI საუკუნის II ნახევარი) ქვის კანკელის რელიეფზე(XI ს.); მოხსენებულია ღვთისმშობლის ეკლესიის (XII ს.) გვიანდელ წარწერაში; შემონახულია შიო მღვიმელის და ევაგრეს ცხოვრების ამსახველი თხზულების ორი რედაქცია; პირველი, უფრო ძველი და მოკლე, ეკუთვნის კათალიკოს არსენ დიდს(IX ან X ს.), მეორე აქედან გადაკაზმული მეტაფრასია (შედგენილია XII საუკუნეში); ევაგრეს შესახებ ცნობები დაცულია აგრეთვე ბასილი კათოლიკოსის მიერ შიო მღვიმელის "სასწაულთა" შესახებ შედგენილ ნაშრომში (XII ს.) და გიორგი III-ის 1170 წლის სიგელში; საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება ღირს ევაგრედ; მისი ხსენების დღეა 4 (17) თებერვალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.546
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |