შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თაკო ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო "ნატალიში". მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-ში და პარიზის სააგენტო "ვივაში". მონაწილეობდა ცნობილი დიზაინერების-სელინის, ჰუგო ბოსის, ვივიენ ვესტვუდის ჩვენებებში. თანამშრომლობდა სამკაულების მწარმოებელ ცნობილ კომპანიებთან: "შოპართან", "ზენიტთან", "პიაჟესთან", "როჟე და ბურთან", "ჰარი ვინსტონთან"... 2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" უძღვებოდა საკვირაო მუსიკალურ გადაცემა "იმედის ტალღას". 2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო "გეომოდელს", რომელიც თვითონ დააარსა. მოდელი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.113 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |