Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევაგრე (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
Biography1488-1492წწ. იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; შემორჩენილია მისი კათოლიკოსობის დამადასტურებელი ორი საბუთი; ერთია კონსტანტინე II-ის 1488 წლით დათარიღებული შეუვალობის სიმტკიცის წიგნი, რომლითაც მეფე ათანხმებს "საცა... მცხეთისა... მამულნი არიან"; მეორეა კუმურდოს ეპისკოპოსის გერასიმეს ფიცის წიგნი, რომლის მიხედვითაც მზეჭაბუკი მას მცხეთაში გზავნის კურთხევის მისაღებად: "მას ჟამსა, ოდეს პატრონმა მზეჭაბუკ შემიწყალა და კუმურდოსა საყდარი და ჴელი მიბოძა და თქუენს წინაშე საკურთხევლად გამოგუზავნნა..."; ამ დროს სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II იყო, თუმცა მზეჭაბუკს, სავარაუდოდ, მამის მმართველობის დროსაც ჰქონდა ეპისკოპოსის წარდგენის უფლება; მისი კათოლოკოსობა ემთხვევა პერიოდს, როდესაც კონსტანტინე II ცდილობდა ქართული სახელმწიფოს გაერთიანებას; ამისათვის მეფემ 1490 წელს დარბაზი მოიწვია: "შემოიკრიბა კათალიკოზი, ეპისკოპოზნი, და წარჩინებულნი თჳსნი და განიზრახვიდა, თუ რაჲ ჰყონ განდგომილებისათჳს ქვეყანათა და ვითარ მოაგონ კუალად მეფობისავე თჳსსა"; სათათბიროდ მოწვეული კათოლიკოსი, მოღვაწეობის დროის მიხედვით, სწორედ ევაგრე უნდა იყოს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.546
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |