The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაკა ვირსალაძე

მაკა ვირსალაძე
Legal name:მაია ვირსალაძე
Date of birth:23 May, 1971  (52 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს (საკომპოზიციო), 1996 წელს (მუსიკის ისტორია).

1998 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-სტაჟიორი, პედაგოგი ნ. მამისაშვილი (კომპოზიცია), 2010 წლიდან დოქტურანტი, პედაგოგი ზ. ნადარეიშვილი (კომპოზიცია), ასოცირებული პროფესორი, 2014 წლიდან კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის მიმართულების დეკანი, მუსიკოლოგიის დოქტორი; 2004 წლიდან "თანამედროვე მუსიკის ფესტივალის "საქ-Art-ველო"-ს ერთ-ერთი დამაარსებელი; 2013 წლიდან "თანამედროვე პროფესიული მუსიკის ხელოვნების განვითარების ცენტრის" ერთ-ერთი დამაარსებელი და თანადირექტორი; 2013 წლიდან ფესტივალის "ქალი და მუსიკა" ერთ-ერთი დამაარსებელი; თხზულებები: ვოკალურ-ინსტრუმენტული - რომანსები სოპრანოსა და ფორტეპიანოსათვის, რომანსი "ჯოჯოხეთის სიმღერა" ტენორის, ფორტეპიანოსა და დასარტყამი საკრავისათვის (2011); საგუნდო ნაწარმოებები - პოემა "საქართველოს ცაო" a cappella(1990), "უთქვამს ილიას" შერეული გუნდისათვის (1996), "Alma Mater" მცირე კანტატა შერეული კამერული გუნდისათვის a cappella (2001), "ღვთისმშობლის სადიდებელი" შერეული გუნდისათვის a cappella (2002); ვარიაციები სიმებიანი ორკესტრისათვის (1998), ტრიპტიქი სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის "Quasi Passacaglia" (2006), "ლიტურგიკული სიმფონია" (2010); საფორტეპიანო ნაწარმოებები - საკონცერტო პიესა (1996), სონატა 4 ნაწილად (1996), "Maestozo" (1999), "Millennium" (2000); კამერული მუსიკა - "იდუმალება"-1 ინსტრუმენტული ანსამბლისათვის, "იდუმალება"-2 კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის (1999), "მოგონება" საქსაფონების კვარტეტისათვის (2002), "Perpetuo" სოლო ვიოლინოსა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის (2007-2008); გასტროლებით იმოგზაურა: აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა, მაკედონია, ნიდერლანდები, შვეიცარია.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ალეატორიკა ახალ ქართულ პროფესიულ მუსიკაში (ნ. მამისაშვილის, რ. კიკნაძისა და ე. ჭაბაშვილის ნაწარმოებების მაგალითზე)", დაიცვა 2010 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 178

Member of Organizations

  • საქართველოს ახალგაზრდა კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა ასოციაცია , ერთ-ერთი დამაარსებელი (1998-)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2014 - სანქტ-პეტერბურგის კონკურსი "საგუნდო ლაბორატორია XXI საუკუნე", II პრემია
  • 2014 - სანქტ-პეტერბურგის კონკურსი "საგუნდო ლაბორატორია", ლაურეატი

Share: