The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი

არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1850
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 1902  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჰარმანსდორფი, ავსტრია.

1876-1885წწ. საქართველოში ცხოვრობდა (ავსტრიელი მწერლის, მშვიდობისათვის ნობელის პრემიის ლაურეატის ბერტა ფონ ზუტნერის მეუღლე); ზუტნერს ეკუთვნის მუსიკალური ნაწარმოები საქართველოს თემაზე; მან თითქმის მთელი შემოქმედება საქართველოსა და კავკასიის თემას მიუძღვნა; დაწერილი აქვს: "აზნაური" (1886), "შამილი" (1890), "ჩერქეზები" (1898), მოთხრობები "კავკასიის შვილები"; 1884 წელს გაზეთ "Кавказ"-ში გამოაქვეყნა წერილების სერია "ვეფხისტყაოსანზე", რომლებიც ქართულმა გაზეთებმაც გადაბეჭდეს; ეს იყო უცხოელი ავტორის ერთ-ერთი პირველი ნაშრომი რუსთაველის შესახებ; ბერტა ფონ ზუტნერმა (მეუღლე) საქართველოს მიუძღვნა თავისი "მემუარების" (1909) ვრცელი თავი, სადაც მოიხსენიება ქართული მუსიკის საკითხები.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 189



გააზიარე: