The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი

Legal name:ალექსანდრე ბაჟენოვი
Date of birth:1784
Date of death:1862  (at 78 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტულა, რუსეთი.

დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია.

1834-1844წწ. საქართველოს ეგზარქოსი, მანამდე მინსკის ეპისკოპოსი; 1829 წელს აკურთხეს ეპისკოპოსად; საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაინტერესდა ქართული ეკლესიების, განსაკუთრებით უმნიშვნელოვანესი ისტორიული ტაძრების მდგომარეობით; მისი ინიციატივით შეკეთდა მცხეთის საპატრიარქო ტაძრის - სვეტიცხოვლის პერანგი, რისთვისაც 30000 მანეთზე მეტი გაიღო; მისივე გადაწყვეტილებით საქართველოს საეკლესიო ხაზინის ხარჯით სასულიერო სემინარიისთვის შეიძინეს ახალი, გაცილებით ფართო შენობა(ახლანდელი საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), სადაც იგი 1909 წლამდე იყო განთავსებული; 1837 წელს რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით "სანიტარიული" მიზნით მისი განკარგულებით შეთეთრდა საქართველოს ეკლესია-მონასტრები; 1844 წელს გადაიყვანეს ასტრახანის არქიეპისკოპოსად.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.548


Share: