The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იუზა ევგენიძე

იუზა ევგენიძე
Date of birth:24 February, 1943  (81 years)
Category:Literary scholar, Scientist

Biography

დაბადების ადგილი:  სოფელი ახალსოფელი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს.

1969 წლიდან მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1993-2006წწ. - აკაკი წერეთლის კაბინეტის გამგე; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები: "ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ისტორიისათვის"(1977), "ვაჟა-ფშაველა"(ცხოვრებისა და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები, 1982), "ქართული რომანტიზმის საკითხები" (1982), "გრიგოლ ორბელიანი"(1995); მისი თანაავტორობითა და მონაწილეობით გამოცემულია არაერთი წიგნი და კრებული, მათ შორის - "ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის" (ტ. II, 2003) სახელმძღვანელო; 1966 წელს გერმანიაში, ჟურნალ "გეორგიკაში" დაიბეჭდა მისი ნარკვევი "ვაჟა-ფშაველას მრწამსის საკითხი გრიგოლ რობაქიძის ნააზრევში", ხოლო ვატიკანში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა ნაშრომები "ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების თემატიკა"(2006) და "ვაჟა-ფშაველას პოეზიის რაინდული სული" (2008); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1997).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვაჟა-ფშაველა/ცხოვრებისა და შემოქმედების ისტორიის საკითხები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.549; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.463

Member of Organizations

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1999-)

Awards and Honors

  • 2003 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: