შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია მიმინოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ალგებრა-გეომეტრიის განყოფილების უფროს ლაბორანტად და უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის დოცენტად. 2002-2007წწ. სათავეში ედგა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო 2007 წელს დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. 2008-2018წწ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.187 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |