შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აგიტ მირზოევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მენეჯმენტისა და მარკეტინგის უმაღლესი სკოლა, ვარშავის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო უმაღლესი კურსები. სათავეში ედგა სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" ახალგაზრდულ ფრთას, ხოლო 2006 წლიდან ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია. 1996 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა იეზიდთა კავშირის თავმჯდომარე, 2003 წლიდან კი საქართველოს ქურთ იეზიდთა ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.229
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |