Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ლობჟანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაბახტევი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1996-1999წწ. სწავლობდა თეირანის (ირანი) სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით. სამი პოეტური კრებულის ავტორი. თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში. მისი მთავარი ნაშრომია მუსლიმთა საღვთო წიგნის, ყურანის ქართული თარგმანი ვრცელი სამეცნიერო შესავლითა და კომენტარებით; 2021 წელს მისი ლექსი პოეზიის კონკურსზე "ნაზრა" გამარჯვებულად დასახელდა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთმცოდნე. ავტორია ლექსების 5 კრებულისა. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.241; არტინფო: artinfo.ge; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.186; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.401-402 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |