The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეროსი კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილი
Date of birth:5 August, 1964
Date of death:15 July, 2014  (at 49 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Diplomat, Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმ-პედიატრის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინტერნად, ონის რაიონის სოფლის ამბულატორიის ექიმად, რუსთავის ჯანდაცვის სამსახურის უფროსად. 1993 წელს დააარსა ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომლის გენერალური დირექტორიც იყო 2004 წლამდე. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტად, მაგრამ მალე საგანგებო დავალებათა ელჩად მიავლინეს ნიუ-იორკში, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა. შემდეგ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი, ხოლო 2008 წლის დასაწყისიდან 12 სექტემბრამდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში. ფონდ "2002 "-ის თავმჯდომარე. მენეჯერი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.294; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.96


Share: