შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირმა ტაველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა. სწავლობდა ბუდაპეშტის (უნგრეთი) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მედიევისტიკისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ფრანგულენოვან ჟურნალ "Geoigie plus"-ოს კორესპონდენტად. 2007 წელს გამომცემლობა "სიესტამ" გამოსცა მისი მოთხრობების კრებული "ავტობიოგრაფია ფრანგულად". ქართულ ენაზე თარგნილი აქვს ფრანგი მწერლების, მათ შორის, მიშელ უელბეკის ნაწარმოებები; რეგულარულად აქვეყნებს თარგმნილ ნოველებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; მისი რომანი "ბნელ წყლებში" თარგმნილი და გამოცემულია გერმანიაში, შვედეთში და ლიტვაში. ესეისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.335 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |