The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძე
Date of birth:27 January, 1965  (59 years)
Category:Historian, Literary scholar, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1983-1985); 1985 წელს სწავლა განარგძო იენის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა დიპლომი გერმანისტიკასა და პედაგოგიკაში (1989); სწავლობდა თეოლოგიას ბერნის უნივერსიტეტში (1990-1991) და პოლიტიკურ მეცნიერებებს პოტსდამის უნივერსიტეტში (1992-1994); თანამედროვე ისტორიის დარგში დისერტაციაზე მუშაობა დაიწყო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (1994-1996); 1997-1998 წწ. სტაჟირებას გადიოდა ვენის უნივერსიტეტში.

1992-1995 წწ. მუშაობდა საქართველოს რადიოს კორესპონდენტად ბერლინში; 1996-2001 წწ. იყო კულტურისა და მეცნიერების პროგრამის რეფერენტად გოეთეს ინსტიტუტში თბილისში; 2003-2004 წწ. საერთაშორისო ურთიერთობებს აშუქებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში; 2006-2010 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოდოკუმენტების შენახვისა და კონსერვაციის განყოფილებას; 2007 წელს ქართული ემიგრაციის არქივებზე სამუშაოდ იმყოფებოდა პარიზში და იყო სტაჟირებაზე სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (ფრანგ. L'École des hautes études en sciences sociales); ასწავლიდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში: თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და ბიზნესის სკოლა ESM; 2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციარებული პროფესორია, ხოლო 2010 წლიდან - საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. არის ასამდე საგაზეთო და საჟურნალო პუბლიკაციის ავტორი. გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ლაშა ბაქრაძე, აგრეთვე წარმატებით მოღვაწეობს კინოში. იგი ცნობილია გერმანულ ფლმებში შესრულებული როლებით. გერმანისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.21

Member of Organizations

  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თანადამფუძნებელი, წევრი (2010-)

Awards and Honors

  • 2014 - გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია
    ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

Bibliography


Share: