The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო ვარდოსანიძე

ლადო ვარდოსანიძე
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ვარდოსანიძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1945  (80 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი.

დაამთავრა საქარტველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტეკტურის ფაკულტეტი 1969 წელს.

მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში; სწავლობდა ქალაქთმშენებლობის ცენტრალური ინსტიტუტის ასპირანტურაში ქალაქ მოსკოვში(რუსეთი); სხვადასხვა დროს მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში; იყო "ჰაბიტატ-ჯორჯიას" დირექტორი, გაეროს პროგრამა "ჰაბიტატის" ბიუროს წევრი; მისი პროფესიული ინტერესების სფეროებია: ურბანიზაცია, ქალაქური კულტურა, ურბანული მემკვიდრეობის დაცვა, ქალაქთმშენებლობის თეორია, ქალაქგანვითარების სოციოკულტურული საფუძვლები; 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. არის რამდენიმე შემოქმედებითი კონკურსის ლაურეატი, ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის ავტორი, 60-მდე სტატიისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არქიტექტურის ინსტიტუტის ურბანისტიკის კათედრის პროფესორი. არქიტექტორ-ურბანისტი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007.- გვ.53; ge.boell.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აღმოსავლეთ ქვეყნების არქიტექტურის აკადემია, წევრ–კორესპონდენტი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს ურბანისტთა ასოციაცია, თავმჯდომარე
  • ურბანისტთა საერთაშორისო საზოგადოების ბიურო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: