შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ეზიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგომექანიკის ფაკულტეტი 1939 წელს. 1939-1942წწ. მუშაობდა ქუთაისის ლითოფონის ქარხნის მთავარი ინჟინერ-მექანიკოსის მოადგილედ; 1942-1946წწ. თბილისის ელექტრომექანიკური ქარხნის დირექტორად; 1946 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც 1954 წლიდან იყო მანქანათა ნაწილებისა და ამწევ-სატრანსპორტო მანქანების კათედრის გამგე: 1990 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე კათედრის პროფესორი; მისი სამეცნიერო შრომები ეხება მანქანათა გაანგარიშება-დაპროექტების მეთოდების სრულყოფას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1955). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.564 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |