შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინია კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გაზეთ "24 საათის" მიმომხილველი, რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი; სხვადასხვა დროს მუშაობდა გადაცემების ავტორად და წამყვანად საქართველოს ტელერადიოდეპარტამენტში, ტელეკომპანია "იბერიაში"; აჭარის ტელევიზიაში; 2000 წლიდან სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში; სამუშაო თემები: თანამედროვე ქართული და მსოფლიო კინო, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ლგბტ უფლებები, ქალთა უფლებები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები, არასრულწლოვანთა უფლებები, საშინაო პოლიტიკა; საქმიანობა - მედია გარემოს გაუმჯობესება და მედიაადვოკატირება. 2012 წლიდან არის ილიას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი და ლექტორი. სალექციო კურსი: ადამიანის უფლებები მედიაში. კინომცოდნე. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.71 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |