The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ფირბარი

დიმიტრი ფირბარი
Date of birth:1 August, 1978  (45 years)
Category:Historian, Religious leader, Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი მწვანე მშენებლობის არქიტექტურის სპეციალობით, აგრეთვე თბილისის აზიისა და აფრიკის  ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალობით.

2003 წელს კაიროს უნივერსიტეტში გაიარა არაბული ენის კურსები; მუშაობს ეზიდების ისტორიისა და ეზიდური რელიგიის საკითხებზე. 2007-2008წწ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოგადაცემების (იეზიდურ ენაზე) რედაქტორი; 2010-2012წწ. სათემო ცენტრის "საქართველოს იეზიდთა სახლის ოფიციალური საიტის sarhad.ge -ის რედადაქტორი; 2011-2013წწ. საქართველოს ეზიდთა სახლის გაზეთის "Новый Взгляд"(ახალი მზერა) სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2019 წლიდან გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეზიდოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.  არის იეზიდთა სასულიერო პირი, ეზიდური წმინდა ტექსტების საღვთისმეტყველო კვლევების, ეზიდების ისტორიას და ეთნოგრაფიას მიძღვნილი სტატიების და მონოგრაფიების ავტორი; უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოს კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების განვითარების საქმეში; იგი ავტორია ფუნდამენტური კვლევისა, რომელიც შესაძლებელობას აძლევს მეცნიერებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს გაეცნონ იეზიდურ სულიერ მემკვიდრეობას. მის მიერ ნათარგმნი იეზიდური ტექსტები ნამდვილი შენაძენია მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის მკვლევართათვის; წიგნებისა და მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიის ავტორი, იეზიდთა სასულიერო პირი, თეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე.  

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.105

Member of Organizations

  • ეზიდთა სასულიერო საბჭო, წინამძღოლი (2014-)
  • ეზიდთა სასულიერო საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (2011-2013)
  • რელიგიური ორგანიზაცია "ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში", დამფუძნებელი (2011-)
  • საქართველოს სათემო ცენტრი "საქართველოს ეზიდთა სახლი", დამფუძნებელი

Bibliography


Share: