შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ფირბარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი მწვანე მშენებლობის არქიტექტურის სპეციალობით, აგრეთვე თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალობით. 2003 წელს კაიროს უნივერსიტეტში გაიარა არაბული ენის კურსები; მუშაობს ეზიდების ისტორიისა და ეზიდური რელიგიის საკითხებზე. 2007-2008წწ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოგადაცემების (იეზიდურ ენაზე) რედაქტორი; 2010-2012წწ. სათემო ცენტრის "საქართველოს იეზიდთა სახლის ოფიციალური საიტის sarhad.ge -ის რედადაქტორი; 2011-2013წწ. საქართველოს ეზიდთა სახლის გაზეთის "Новый Взгляд"(ახალი მზერა) სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2019 წლიდან გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეზიდოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. არის იეზიდთა სასულიერო პირი, ეზიდური წმინდა ტექსტების საღვთისმეტყველო კვლევების, ეზიდების ისტორიას და ეთნოგრაფიას მიძღვნილი სტატიების და მონოგრაფიების ავტორი; უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოს კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების განვითარების საქმეში; იგი ავტორია ფუნდამენტური კვლევისა, რომელიც შესაძლებელობას აძლევს მეცნიერებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს გაეცნონ იეზიდურ სულიერ მემკვიდრეობას. მის მიერ ნათარგმნი იეზიდური ტექსტები ნამდვილი შენაძენია მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის მკვლევართათვის; წიგნებისა და მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიის ავტორი, იეზიდთა სასულიერო პირი, თეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.105 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |