The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ თავაძე

რევაზ თავაძე
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1937
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 2020  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტზე (პროფ. ვ. შიუკაშვილის კლასი) 1960 წელს.

1948 წელს შედგა მისი პირველი გამოსვლა მსმენელთა წინაშე. რ. თავაძემ შეასრულა ვ. მოცარტის კონცერტი 23 სიმფონიურ ორკესტრთან ერთად; შემდეგი სერიოზული გამოსვლა ჰქონდა 1954 წელს საქართველოს სახელმწიფო კვარტეტთან ერთად; შესრულდა ვ. მოცარტის საფორტეპიანო კვარტეტი; 1957 წელს შედგა პიანისტის სოლო კონცერტი; 1962 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის პედაგოგი (ფორტეპიანო, პიანიზმის ისტორია), შემდგომ დოცენტი, 1989 წლიდან პროფესორი, 2009 წლიდან ემერიტუსი; დააარსა საქართველოს რადიო "მუზა"-ში გადაცემათა ციკლი "საუბრები პიანიზმის ისტორიაზე" (120 გადაცემა; გამოიცა 2 კომპაქტ დისკი DVD-ის ფორმატში); მუსიკოსის საშემსრულებლო რეპერტუარი საკმაოდ ფართოა და მრავალფეროვანი: ი. ბახი, ვ. მოცარტი, ლ. ბეთხოვენი, ფ. შუბერტი, რ. შუმანი, ფ. შოპენი, ფ. ლისტი, ვ. ვაგნერი, ი. ბრამსი, კ. დებიუსი, ბ. ბარტოკი, პ. სკრიაბინი, პ. ჩაიკოვსკი, ს. რახმანინოვი, ედ. გრიგი, ს. პროკოფიევი, ა. მაჭავარიანი, ნ. გაბუნიას სონატა N1 (1969 წელს პირველი შესრულება), სონატა N2 (1969 წელს პირველი შესრულება), ბ. კვერნაძე, ე. სანაძე (სონატა N1), ნ. მამისაშვილი 2 პრელუდია (1958 წელს პირველი შესრულება), სონატა N2 (1969 წელს პირველი შესრულება), მ. შუღლიაშვილი "ეპიტაფია" და "პასტორალი" 3 ფორტეპიანოსათვის (1978 წელს პირველი შესრულება), ესკიზი N7 (2012 წელს პირველი შესრულება), ს. ნასიძის, ა. მაჭავარიანის ნაწარმოებები. რ. თავაძის საშემსრულებლო გეოგრაფია მოიცავს, როგორც, საქართველოს, ასევე ყოფილ სსრკ მრავალ რესპუბლიკასა და ქალაქს. იგი არის პირველი კამერული ორკესტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მხატვარ დიმიტრი თავაძის ვაჟიშვილი; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 191; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.25; ART Academy ხელოვნების აკადემია: facebook.com; პირველი არხი: 1tv.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: