The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ელაშვილი

დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 1997  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუგაანი, სიღნაღის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია 1941 წელს.

1941 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში; 1949-1975წწ. განაგებდა ფიზიკური კულტირის თეორიისა და მეთოდიკის კათედრას; 1976 წლიდან იყო ამავე კათედრის პროფესორი; შეისწავლიდა სასკოლო ფიზიკური აღზრდის პრობლემებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური მოძრავი თამაშების, ფიზიკური ვარჯიშების აღდგენისა და დანერგვის საქმეში; არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 10 მონოგრაფიის ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფიზიკური კულტურისა და სპორტის მოღვაწე; პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.614

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იუნესკოსთან არსებული სპოტრის ისტორიისა და ფიზიკური აღზრდის საერთაშორისო კომიტეტი, წევრ-კორესპოდენტი
  • ქართული ენციკლოპედიის სპორტის სამეცნიერო საბჭო, აქტიური წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: