შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ელბაქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობა დაიწყო სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; იყო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი; 1961-2004წწ. მუშაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის დირექტორად; ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას; ჰქონდა საავტორო გადაცემები: "რაღაც უნდა გადარჩეს" და "ლიტერატურული სალონი"; 1980 წელს დაარსა "ერთი მსახიობის პუბლიცისტური თეატრი", რომლის პირველი სპექტაკლები დაიდგა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე; შემდეგ ამ თეატრმა გადაინაცვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 5 წელი იარსება; იყო ამ თეატრის მსახიობიც, რეჟისორიც, მხატვარიც, კომპოზიტორიც და რეპერტუარის ავტორიც; თეატრის რეპერტუარიდან აღსანიშნავია: "რუსთაველის ნაკვალევზე (ი. აბაშიძე), "წინ დავით აღმაშენებლისაკენ" (აკ. ბაქრაძე), "პატარა სამშობლო" (გ. ქიქოძე); 1956-1961წწ. სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შასრულა 20-მდე როლი, მათ შორის: მაია წყნეთელი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ბეატრიჩე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ბიანკა (უ. შექსპირის "ოტელო"); ავტორია კრებულებისა: "ჩემი კუნძული", "რადიოს ოქროს ფონდის საგანძური". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.614; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.250 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |