Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არკადი ელბაქიძე![]()
Biography1906 წლიდან რუსეთის პირველი რევოლუციის დროს გლეხთა შეიარაღებულ გამოსვლებში მონაწილეობის გამო ორჯერ იყო დაპატიმრებული, მაგრამ ორჯერვე გაიქცა; 1912 წელს ნოვოჩერკასკში ჩადენილი დანაშაულის გამო (ე. წ. ექსპროპრიაციაში მონაწილეობა) სამუდამო პატიმრობა მიესაჯა; 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობა მიიღო ბოლშევიკთა მიერ ინსპირირებულ გლეხთა გამოსვლებში; ამის გამო საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ გაასახლა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც თერგის საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიაში მუშაობდა; რუსეთის მოხალისეთა სარდლობასთან ურთიერთიბის გამწვავებისა და პროვოკაციის მიზნით 1919 წლის 13 სექტემბერს მან ყუმბარა ესროლა თბილისში ვერის დაღმართზე მიმავალ გენერალ-ლეიტენანტ ი. ოდიშელიძის ავტომანქანას, რომელშიც იჯდა კავალერიის გენერალი ნ. ბარათაშვილი (ბარათოვი); იგი მოხალისეთა არმიის სარდლის, გენერალ ა. დენიკინის სახელით სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს მთავრობასთან; ამ აქტის შედეგად გენერალი ბარათაშვილი და გენერალი ოდიშელიძე დაიჭრნენ; ტერორისტმა მიმალვა სცადა, მაგრამ საპასუხო სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი მდინარე მტკვარში ჩავარდა და დაიღუპა. ბოლშევიკი, ტერორისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.614; archive.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |