The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან თევზაია

ლევან თევზაია
Date of birth:15 March, 1973  (51 years)
Category:Economist, Public official, Politician, Financier

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1998 წელს გაიარა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასწავლო კურსი; 2007 - ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების სააგენტოს (ATTF) სასწავლო კურსი; 2019 - სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სასწავლო კურსი.

1996-1998წწ. მუშაობდა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში; 1998-2008წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 2008-2009წწ. მუშაობდა სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო"-ში; 2009-2011წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად; 2009-2014წწ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფარგლებში" გამართულ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციის წევრი; 2011-2014წწ. "ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით", საქართველოს სამთავრობო კომისის წევრი; 2011-2014წწ. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილედ, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად; 2014  წელს მუშაობდა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ,  სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო"-ში, რისკების მართვის სამსახურის უფროსად; 2014-2016წწ. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრი - საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი; 2016-2017წწ. მუშაობდა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად; 2018 წლის იანვრიდან მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ბოლომდე მინისტრის პირველ მოადგილედ. 2021 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -  დევნილთა მინისტრი; 2021 წლის 16 აგვისტოდან დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრად.


Share: