შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე (დედოფალი)![]()
ბიოგრაფიასაქართველოს დედოფალი, ბაგრატ IV-ის პირველი მეუღლე, ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ III-ის ძმისწული; 1029-1030წწ. საქართველოს ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირების მიზნით კონსტანტინოპოლს ეწვია ბაგრატ IV-ის დედა მარიამ დედოფალი; იმპერატორ რომანოზ III-მ "აფხაზთა და ქართველთა" სამეფოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა და საქართველო ბიზანტიის უფრო მეტად დასაახლოებლად ბაგრატ IV-ს თავისი ძმისწული ელენე შერთო ცოლად (საქართველოში იგი მარიამ დედოფალს გამოაყოლეს); ელენემ და ბაგრატ IV-მ ქორწილი ბანაში გადაიხადეს; ელენეს დიდხანს არ მოუწია საქართველოს დედოფლად ყოფნა, რადგან მალევე გარდაიცვალა; გადმოცემით მის სახელთანაა დაკავშირებული ოქონის სასწაულმოქმედი ხატის საქართველოში ჩამოტანა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.625
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |