შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯიბო თალაკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1949 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს (ვოკალური). 1945–1957წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის მომღერალი, სოლისტი; 1957–1970წწ. თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: ტიტე (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), თაგვი და კოდალა (ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი"), ფოსტალიონი (ა. შავერზაშვილი "მარინე"), ბაზიერი (ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი"), გიგი (დ. არაყიშვილი "დინარა"); ოპერეტები: მელა (ი. ბობოხიძე "ბურატინო"), ივანიკა, კარლო (შ. მილორავა "ძუნწი", "დედისერთა ჯარში მიდის"), კიკილო (შ. ჯოჯუა "ორი ქალიშვილი"), ბენია, ტრიფონი (გ. ცაბაძე "ახალი სიმღერა", "მეტეხის ჩრდილში"), ქაიხოსრო (ა. ჩიმაკაძე "მაია წყნეთელი"), რაბათი (ლ. იაშვილი "ბაბაჯანას ქოშები"), ყვარყვარე (ნ. გაბუნია "ყვარყვარე თუთაბერი"); სხვა რეპერტუარი: ვექილი (შტრაუსი "ღამურა"), პენიჟეკი (კალმანი "მარიცა"); მონაწილეობდა კინოფილმში "პრემიერა" (1991, რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 193; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.298 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |