შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე (დედოფალი)![]()
ბიოგრაფიაქართლის დედოფალი, თეიმურაზ I-ის ძის, დავით ბატონიშვილის მეუღლე, ერეკლე I-ის დედა, ცნობილი მოღვაწის ლუარსაბ(ლეონ) დიასამიძის ასული; 1650 წელს დაქვრივებული ელენე დიდი ამალით რუსეთში გაჰყვა ერეკლე (რუსეთში ნიკოლოზ) ბატონიშვილს; 1651 წელს ასტრახანში ჩავიდა, 1652 წელს მოსკოვში, სადაც შვილს კარგი განათლება მიაღებინა; თავისი ტაქტით, დიპლომატიური ნიჭით ელენემ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა რუსეთის სამეფო კარზე; შვილი დაუახლოვა სამეფო კარს და ნარიშკინთა საგვარეულოს; იღწვოდა შვილის იმერეთში, შემდეგ კი კახეთში გასამეფებლად; მოსკოვში ხანგრძლივი ყოფნის დროს ხელი შეუწყო ქართული კულტურის პოპულარიზაციას რუსეთში; 1678 წელს მრავალი საეკლესიო ნივთი, კერძოდ ხატი - "გარდამოხსნა" საქართველოში გამოგზავნა; მოსკოვიდან სპარსეთში ჩავიდა; შაჰის კარზე ხელი შეუწყო ერეკლე I-ის კახეთში გამეფებას; ერეკლეს ქართლში მეფობისას ელენე სამშობლოში მოღვაწეობდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.625
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |