შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე თარხნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი. 1910 წელს პირველად გამოვიდა კონცერტზე გორში, დებთან ერთად; თარხნიშვილების გუნდის პირველი გამოსვლა შედგა თბილისში "ქართულ კლუბში, სადაც ეკატერინე თარხნიშვილიც მონაწილეობდა; 1927 წელს ქ. ქუთაისში ჩატარდა ხალხური შემოქმედების პირველი ოლიმპიადა, სადაც თარხნიშვილების გუნდს I სიგელი მიენიჭა; თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ორჯერ ჩატარდა ოლიმპიადა და დებ თარხნიშვილებს ორჯერვე I ხარისხის დიპლომი მიენიჭა; ეკატერინე თარხნიშვილი აგრეთვე იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; განსაკუთრებით გაითქვა სახელი ქართლ–კახური სიმღერების შესრულებით; ხალხური სიმღერების შემსრულებელი. მომღერალ მარო თარხნიშვილის და. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 194 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |