Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სანდრა რულოვსი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტერნეუზენი, ნიდერლანდები. დაამთავრა ბრიუსელის(ბელგია) თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით 1991 წელს; სტრასბურგის(საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად და ნიდერლანდების საპატიო კონსულის თანაშემწედ, 1997 წლიდან კი ჰოლანდიის რადიოს კორესპონდენტად; 1998 წელს დააარსა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი SOCO; 1999-2003წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ენების კათედრაზე; 2005 წელს ჰოლანდიურ ენაზე გამოიცა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი "საქართველოს პირველი ლედი-იდეალისტის ნაამბობი", რომელიც იმავე წელს ითარგმნა ქართულად, ხოლო 2006 წელს - უკრაინულად; 2004 წლიდან სათავეში უდგას საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების საკოორდინაციო საბჭოს; 2005 წლიდან არის საერთაშორისო მოძრაობის-"შევაჩეროთ ტუბერკულოზი" ელჩი და გაეროს მოსახლეობის ფონდის(UNFPA) კეთილი ნების ელჩი. 2007 წელს დააფუძნა პირველი კლასიკური მუსიკის რადიოსადგური "მუზა". ლინგვისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.299 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |