Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზბარ ელიზბარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1969 წელს. 1970-1978წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის კათედრაზე; ლექციების კითხვა დაიწყო 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე; 1978-1992წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1994 წლიდან იყო ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, კლიმატის მოდელირების ლაბორატორიისა და კლიმატოლოგიის სექტორის გამგე; არის ამავე ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე და თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი 1985 წლიდან, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში მისი ინიციატივით შეიქმნა გეოგრაფია-ეკოლოგიის სპეციალობა; 2004 წლიდან გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და კათედრის გამგეა. უმაღლეს განათლების სისტემაში ჩატარებული რეფორმის შემდეგ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ორ საბაკალავრო (გეოგრაფია, ეკოლოგია), ორ სამაგისტრო (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ეკოლოგია) და ორ სადოქტორო (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ეკოლოგია) პროგრამას. 2007-2017 წლებში არჩეული იყო თელავის ი. გოგებაშვილის სასელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად; 2008-2015 წლებში ხელმძღვანელობდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს; ახალ პროგრამებთან დაკავშირებით შემოიტანა ახალი საგნები: გეოგრაფიული მოდელირება, ეკოლოგიური პროგნოზირება, კლიმატის ცვლილება, დედამიწის კლიმატი, ატმოსფეროზე ანტროპოგენური ზემოქმედება და სხვა. შესაბამისად შეადგინა დამხმარე სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა და დაცულ იქნა 2 სადოქტორო (მეცნიერებათა დოქტორი), 10 საკანდიდატო და 11 აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციები; ელიზბარ ელიზბარაშვილი 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სამი სახელმძღვანელოს, ორი სამეცნიერო ატლასის და 20-მდე მონოგრაფიის ავტორია; მის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შესწავლილია მთის ჰავის ჩამოყალიბების მექანიზმის მრავალი საკითხი, მის მიერ გაანალიზებულ კავკასიის კლიმატების ვერტიკალურ სტრუქტურას მაღალი შეფასება მისცა აკადემიკოსმა ინოკენტი გერასიმოვმა; გამოვლენილი აქვს საქართველოს კლიმატური, მათ შორის საკურორტო და ენერგეტიკული რესურსების თავისებურებანი; ყურადღება დაუთმო გლობალური დათბობის პრობლემას, გამოავლინა კავკასიის კლიმატის ცვლილების ძირითადი ტენდენციები; აკადემიკოსების ანდრია გრიგორიევისა და მიხეილ ბუდიკოს გეოგრაფიული ზონალურობის პერიოდული კანონის საფუძველზე შეაფასა საქართველოს სტეპური და ნახევრადუდაბნოს ლანდშაფტების გაუდაბნოების ალბათობა, რაც საფუძვლად დაედო ახალი მეცნიერული მიმართულების - ლანდშაფტების კლიმატოლოგიის განვითარებას; მისი ხელმძღვანელობით შესრულდა შრომათა ციკლები სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების (გვალვა, წაყინვა, საშიში ნისლი, ელჭექი, სეტყვა, გრიგალური ქარი, გამტარების შემოყინულობა) და ნიადაგების კლიმატური რესურსების (სითბური, ტენის) შესახებ; კვლევის შედეგები დაინერგა საქართველოს კურორტების დაგეგმარებაში, მშენებლობაში და საფუძვლად დაედო კლიმატური რესურსების ამსახველი მასალის მომზადებას ატლასისათვის - "საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები" (მოსკოვი, 1989), რომელსაც მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993). 2011 წელს გამოიცა მისი ხელმძღვანელობით და თანაავტორობით შესრულებული "საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი". გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.645; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი = Georgian Travellers, Geographers, Explorers of Nature : ენციკლოპედ. ცნობარი / ავტ.-შემდგ.: კობა ხარაძე, შოთა ჯავახიშვილი.-თბ., 2003.-გვ.115–116; ელიზბარ ელიზბარაშილი: სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობის 50 წელი/თ. ურუშაძე, თ. ცინცაძე, რ. ჭითანავა.-თბ.,2019 - openlibrary.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |