შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ (ქსნის ერისთავი)![]()
ბიოგრაფიაქსნის ერისთავი XVI საუკუნის 60-70-იან წლებში; 1569 წელს, როდესაც ქართლის მეფე სიმონ I ირანელების წინააღმდეგ ფარცხისთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, ელიზბარ ქსნის ერისთავი და ბარძიმ ამილახვარი კავთისხევში მდგომ დედოფალს თავს დაესხნენ და მისი ქონება ხელთ იგდეს; როდესაც ქართლს ოსმალები შემოესივნენ მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით, ელიზბარ ქსნის ერისთავი დაპყრობელს მიეგება; 1578 წელს სიმონ I-ის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ელიზბარ ქსნის ერისთავმა მიტაცებული ქონება უკან დაუბრუნა მეფეს და შენდობა თხოვა; მეფემ შეიწყალა და მხოლოდ მამულების ნაწილი ჩამოართვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.646
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |