შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ამბარცუმიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი 1928 წელს. მისი გამოკვლევები ეხება ვარსკვლავთა დინამიკას, თეორიულ ასტროფიზიკას, ჩვენი გალაქტიკისა და გარეგალაქტიკების ასტრონომიულ პრობლემებს. გამოიკვლია, რომ სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმა გამოწვეულია ცალკეული ბნელი ნისლეულებით. აღმოაჩინა გალაქტიკაში ახალი ტიპის ვარსკვლავთა სისტემები – ვარსკვლავთა ასოციაციები და სხვა. 1946–1988წწ. იყო ბიურაკანის (სომხეთი) ასტროფიზიკის ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი დირექტორი; 1961–1964წწ. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის პრეზიდენტი. ასტროფიზიკოსი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.286; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names .- თბ., 2014.-გვ.15 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |