შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თაქთაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. განჯა, აზერბაიჯანი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1926 წელს (ვიოლონჩელო), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1928 წელს (ეკონომიური). დაწყებითი მუსიკალური გნათლება მიიღო ქ. ბაქოში (1916 წლამდე), პედაგოგი ლ. როსტროპოვიჩი (მ. როსტროპოვიჩის მამა), ხოლო შემდეგ ქუთაისსა და თბილისში; 1919–1920წწ. უკრავდა ტრიოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დ. არაყიშვილი; 1924 წელს იყო "ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების" დამაარსებელთაგანი, ამ საზოგადოების მიერ დაარსებული ორკესტრის კონცერტმაისტერი; 1923 წელს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუშფაკის წევრი; 1924–1925წწ. სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის დამაარსებელთაგანი და წევრი (ვიოლონჩელო); 1928–1938წწ. სახელმწიფო სიმებიანი ტრიოს დამაარსებელთაგანი და წევრი (ვიოლონჩელო); ეწეოდა ქართული კამერულ–ინსტრუმენტული მუსიკის აქტიურ პროპაგანდას; 1932–1933წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი სამეცნიერო და სასწავლო დარგში; 1936 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები მოსკოვის კონსერვატორიაში; 1939–1949წწ. "ნიჭიერთა ათწლედის" და მუსიკალური ინტერნატის დამაარსებელთაგანი, პედაგოგი (ვიოლონჩელო) და დირექტორი; 1944 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის პედაგოგი, კათედრის გამგე, დოცენტი, 1949 წლიდან პროფესორი; გამოდიოდა როგორც სოლისტი; 1937 წელს მოსკოვში საქართველოს ხელოვნების დეკადის მონაწილე; ქართული რეპერტუარი: შ. თაქთქიშვილი "ნანა", ნ. გუდიაშვილი საფორტეოპიანო კვინტეტი, ქართველ კომპოზიტორთა ნაწაროებების გადამუშავება – ტრიოს, სიმებიანი კვარტეტის, საფორტეპიანო ტრიოს, სოლო ვიოლონჩელოსათვის; სხვა რეპერტუარი: ბრუხი კონცერტი; ლიბრეტოები: შ. თაქთქიშვილი საბავშვო ოპერა "განთიადი", ოთარაანთ ქვრივი", ბალეტი "მალთაყვა"; მოთხრობები: "პირველი წარმატება", "როკე და ჰილი", "სამთა შაშხანა", "ლეგენდა დედასა და შვილზე"; დრამატული პიესები: "ხალხის რჩეული", "გათიშვა", "მთის შევარდენი"; კომპოზიტორ შალვა თაქთაქიშვილის ძმა. ვიოლონჩელისტი, ლიბრეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.196; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.3. -თბ.,2014. -გვ.481 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |