შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან თაყაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1987 წელს(თეორიული, საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1987 წელს(თეორიული). 1993–1999წწ. იყო გ. რამიშვილის საავტორო N6 საშუალო სკოლის, 1998–2001წწ. წმინდა გიორგი სახელობის საერო სკოლის, 1992–2009წწ. თბილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 2007–2012წწ. მასწავლებელთა დახელოვნების რესპუბლიკური ინსტიტუტის მიწვეული ლექტორი; გუნდის მომღერლის პროფესიული სტანდარტის, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების ავტორი; 2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60–კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან ჟურნალ "მასწავლებელის" ექსპერტი; 2015 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ესთეტიკისა და ფიზიკური აღზრდის ჯგუფის ხელმძღვანელი. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა – "მუსიკის სწავლების კონცეფცია ზოგადსაგანმანათლებლო რეფორმის კონტექსტში", დაიცვა 2006 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 199 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |