| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ასპისოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კასიმოვი, რიაზანის გუბერნია (რუსეთი). დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1900 წელს. 1901 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ხელმძღვანელობდა ყელ-ყურის განყოფილებას; პირველმა დანერგა საქართველოში ოტოლარინგოლოგიური ავადმყოფების ქირურგიული მკურნალობა; 1908–1910წწ. მუშაობდა პროფესორ ნ. სიმანოვსკისთან პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში; 1909 წელს ასპისოვმა შემოიღო ლაბირინთის ფუნქციის გაგრილებული ჰაერით გამოკვლევის ახალი მეთოდი, რისთვისაც დაამზადა სპეციალური პორტატიული აპარატი, ამ მეთოდმა საერთო აღიარება პოვა; 1909 წელს პირველად საქართველოში ამოიღო ბრონქებიდან უცხო სხეული, რითაც დასაბამი მისცა ჩვენში ბრონქო-ეზოფაგოსკოპიას; 1910 წლიდან მუშაობდა საზღვარგარეთ ევროპის გამოჩენილ ოტოლარინგოლოგებთან (ა. პოლიცერთან, ვ. ურბანჩიჩთან და სხვ.); 1914 წლიდან განაგრძო მუშაობა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში; 1922–1952წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ოტოლარინგოლოგიის კათედრის გამგე. ასპისოვმა შეისწავლა ლაბირინთის გაღიზიანების გავლენა ელექტროენცეფალოგრამაზე, დაადასტურა ვესტიბულარული აპარატის წარმომადგენლობა დიდი ტვინის ქერქში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1910). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.307; ოტორინოლარინგოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში : გახსენება / ყარამან (გია) ფაღავა; მოამზადა მარი აშუღაშვილმ // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი, 2021.-N 5 (188).- გვ. 66-69; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.463-464 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

