შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ასპისოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კასიმოვი, რიაზანის გუბერნია (რუსეთი). დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1900 წელს. 1901 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ხელმძღვანელობდა ყელ-ყურის განყოფილებას; პირველმა დანერგა საქართველოში ოტოლარინგოლოგიური ავადმყოფების ქირურგიული მკურნალობა; 1908–1910წწ. მუშაობდა პროფესორ ნ. სიმანოვსკისთან პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში; 1909 წელს ასპისოვმა შემოიღო ლაბირინთის ფუნქციის გაგრილებული ჰაერით გამოკვლევის ახალი მეთოდი, რისთვისაც დაამზადა სპეციალური პორტატიული აპარატი, ამ მეთოდმა საერთო აღიარება პოვა; 1909 წელს პირველად საქართველოში ამოიღო ბრონქებიდან უცხო სხეული, რითაც დასაბამი მისცა ჩვენში ბრონქო-ეზოფაგოსკოპიას; 1910 წლიდან მუშაობდა საზღვარგარეთ ევროპის გამოჩენილ ოტოლარინგოლოგებთან (ა. პოლიცერთან, ვ. ურბანჩიჩთან და სხვ.); 1914 წლიდან განაგრძო მუშაობა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში; 1922–1952წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ოტოლარინგოლოგიის კათედრის გამგე. ასპისოვმა შეისწავლა ლაბირინთის გაღიზიანების გავლენა ელექტროენცეფალოგრამაზე, დაადასტურა ვესტიბულარული აპარატის წარმომადგენლობა დიდი ტვინის ქერქში. 1932 წელს დააარსა საქართველოს ოტოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარე იყო გარდაცვალებამდე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1910). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.307; ჟურნალი ავერსი: aversi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |