The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარა თუმანოვა

თამარა თუმანოვა
Legal name:თამარ თუმანიშვილი
Date of birth:2 March, 1919
Date of death:29 May, 1996  (at 77 years)
Burial location:ლოს-ანჯელესის სასაფლაო "Hollywood Forever", აშშ
Category:Dancer, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანტა-მონიკა, კალიფორნია (აშშ).

გაიზარდა და ახალგაზრდობის წლები გაატარა პარიზში, სადაც სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში, პრეობრაჟენსკაიას საბალეტო სტუდიაში; 1929 წელს დებიუტი შედგა პარიზში "Evantail de Jeanne" საბალეტო სცენაზე; მოღვაწეობდა საბალეტო ჯგუფში "Baby Balerinas"; 1932 წელს ჯ. ბალანჩინმა დასში "Basil Ballet" - "Russes de monte Carlo" სპეციალურად მისთვის დადგა საბალეტო სპექტაკლი "Cotton", სადაც მიაკუთვნა გოგონას წამყვანი პარტია; მისთვის საბალეტო სპექტაკლებს დგამდნენ ჯორჯ ბალანჩინი, სერჟ ლიფარი, ლეონიდ მიასინი, ბრონისლავა ნიჟინსკაია, ვლადიმირ უხტომსკი, მიხეილ ფოკინი, ჯორჯ ზორიჩი, დევიდ ლიჩინი; 1939 წელს დასახლდა აშშ-ში, სადაც თანამშრომლობდა მონტე კარლოს საბალეტო დასებთან: "St. James theatre", "San Francisco Civil Balet", "New York City Ballet"; 1939 მონაწილეობა მიიღო ბროდვეის მიუზიკლში "Stars In Your Eyes"; ამავე დროს მონაწილეობდა მსოფლიო საგასტროლო ტურნეებში, წარმატებები ჰქონდა მსოფლიო ცნობილ საბალეტო სცენებზე - "American Ballet Theatre" (1944, 1945), "th Paris Opera Ballet" (1947, 1950), "De Cuevas Company" (1949), "ლა სკალა" (1951, 1952); აგრეთვე ლონდონის საბალეტო ხელოვნების ფესტივალზე(1952, 1954); იყო კინომსახიობი, გადაღებულია რეჟისორ ჟ. ტერნერის, ა. ხიჩკოკის, ბ. უაილდერის, ჯ. კელის, მ. ლაიზენის, ს. დონენის მხატვრულ კინოფილმებში; მისი პარტნიორები იყვნენ მსოფლიო კინოს ვარსკვლავები: გ. პეკი, პ. ნიუმენი; მონაწილეობდა კინოფილმ "Deys of Glory" (1944, პარტნიორობა გაუწია გრეგორი პეკს მის სადებიუტო როლში 1943 წელს); მას ამერიკული ბალეტის "შავ მარგალიტს" უწოდებდნენ.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 210



Share: